Friday, July 15, 2011

პროექტი

1.პროექტის სახელწოდება:                                                                                                                                                                                       
ქართული ხალხური  შემოქმედება.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                              
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:                                                    
 მოსწავლეები მიოძიებენ სოფელში მასალას ძველ ქართულ ხალხურ სიმღერებზე და ქართულ ხალხურ საკრავებზე. მოისმენენ ქართულ ხალხურ სიმღერებს,ჩაიწერენ, შეისწავლიან და გადმოსცემენ.      
3.პროექტის აქტუალურობა:
 წარმოადგენენ დისკებზე ჩაწერილ სიმღერებს. მოიძიებენ ინფორმაციას სოფლის ასაკოვან ხალხში და აგრეთვე მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში. გადმოიწერენ ინტერნეტიდან ქართული ხალხური საკრავების სურათებს.
4. პროექტის მიზანი: 
  შეიძენენ ცოდნას ქართული ფოლკლორის შესახებ და ასევე ისწავლიან ქართული ტრადიციების პატივისცემას.
5. მონაწილეთა ასაკი:
 IX  და  X კლასები. 14-16 წ.
6. ვადები/ხანგრძლივობა:
ერთი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
 დაინტერესდებიან როგორც თავისი ქვეყნის ასევე უცხო ქვეყნების მუსიკალური კულტურით და აგრეთვე გაუჩნდებათ საქართველოს        სხვა და სხვა კუთხეში მოგზაურობის სურვილი. დაგეგმავეენ ექსკურსიას საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
  დისკები, კომპიუტერი, მუსიკალური ცენტრი, სანოტო რვეული, ფანქარი და საშლელი.
 9.პროექტის მსვლელობა. (ძირითადი აქტივობები):
  ბავშვები გაიყოფიან სამ ჯგუფად, ერთნი მოიძიებენ სოფელში ინფორმაციას ქართულ ხალხურ საკრავებზე, მეორენი - ქართულ ხალხურ სიმღერებზე და მესამენი - შეავსებენ ამ მასალას ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით.
 10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
   მუსიკა, ისტორია, ხელოვნება, ქართული, კავშირი ეროვნულ    სასწავლო გეგმასთან: მუს.X 6, მუს.X 7, მუს. X 8.
  11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)           
 სამხარაძე სესელი.
 12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
 samxaradzesesili.blogspot.com 

No comments:

Post a Comment