1.პროექტის სახელწოდება:
ქართული ხალხური შემოქმედება.
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეები მიოძიებენ სოფელში მასალას ძველ ქართულ ხალხურ სიმღერებზე და ქართულ ხალხურ საკრავებზე. მოისმენენ ქართულ ხალხურ სიმღერებს,ჩაიწერენ, შეისწავლიან და გადმოსცემენ.
3.პროექტის აქტუალურობა:
წარმოადგენენ დისკებზე ჩაწერილ სიმღერებს. მოიძიებენ ინფორმაციას სოფლის ასაკოვან ხალხში და აგრეთვე მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში. გადმოიწერენ ინტერნეტიდან ქართული ხალხური საკრავების სურათებს.
4. პროექტის მიზანი:
შეიძენენ ცოდნას ქართული ფოლკლორის შესახებ და ასევე ისწავლიან ქართული ტრადიციების პატივისცემას.
5. მონაწილეთა ასაკი:
IX და X კლასები. 14-16 წ.
6. ვადები/ხანგრძლივობა:
ერთი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
დაინტერესდებიან როგორც თავისი ქვეყნის ასევე უცხო ქვეყნების მუსიკალური კულტურით და აგრეთვე გაუჩნდებათ საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში მოგზაურობის სურვილი. დაგეგმავეენ ექსკურსიას საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
დისკები, კომპიუტერი, მუსიკალური ცენტრი, სანოტო რვეული, ფანქარი და საშლელი.
9.პროექტის მსვლელობა. (ძირითადი აქტივობები):
ბავშვები გაიყოფიან სამ ჯგუფად, ერთნი მოიძიებენ სოფელში ინფორმაციას ქართულ ხალხურ საკრავებზე, მეორენი - ქართულ ხალხურ სიმღერებზე და მესამენი - შეავსებენ ამ მასალას ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მუსიკა, ისტორია, ხელოვნება, ქართული, კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: მუს.X 6, მუს.X 7, მუს. X 8.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
სამხარაძე სესელი.
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
samxaradzesesili.blogspot.com